22 ოქტომბერს 11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 06 ოქტომბეტრს #04/18126 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვა ექსპლოატაციის მომსახურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ჭამპურიძე (ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი)
2. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 16 ოქტომბრის #04/18790 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ. კორპ #2ბ-ზე გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ- დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: ზურაბ მურჯიკნელი (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი)
3. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 16 ოქტომბრის #04/18793 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისში, სულხან ცინცაძის ქ#77-ის ეზოში მდებარე საყრდენი კედლისა და ბეტონის კიბის მოწყობის წინმსწრებ- დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპორექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: ზურაბ მურჯიკნელი (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი)
4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 20 ოქტომბრის #04/19006 წერილი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. კორპ. #14ა გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ- დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: ზურაბ მურჯიკნელი (კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი)
5. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ (#04/18268)
6. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
(#04/18650; 04/18424; 04/16518 - მე-11 პოზიცია)
მომხსენებელი: არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი