20 ოქტომბერს 16:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ე.წ. ,,მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, ფრანგი ტურისტების ინიციატივას უერთდება. აქციის მიზანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაა. ტურისტებს საკრებულოსთან წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი და სხვა დეპუტატები დახვდებიან და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ.
შეხვედრის დრო: 20 ოქტომბერი, 16:30 საათი; მის: თავისუფლების #2