17 ოქტომბერს 16.00 საათზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თბილისისა და ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გაიმართება, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრებიან.