15 ოქტომბერს, 11.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
დეპუტატები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებისგან 2015 წლის 13 -14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ.
მის: თავისუფლების #2, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი.