11 სექტემბერს 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიის თანადგომით, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში შსს აკადემიის არქივის მიერ გადაღებული უნიკალურ მასალებზე დაფუძნებული ახალი დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება გაიმართება, ასევე მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ექსპონატები გამოფენათა სერიებიდან „ილია XXI საუკუნის ადამიანი“, „ილია და ევროპა“, „უდანაშაულობის პრეზუმფცია“.
ფილმის ჩვენების შემდეგ საკრებულოს დელეგაცია მთაწმინდის პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავს გვირგვინით შეამკობს.