30 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1) ვარკეთილის მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების განცხადების (№13021) განხილვა, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ,,საპროექტო ჩარჩო გეგმასთან“ დაკავშირებული დავის შესახებ.
მოწვეული სტუმრები:
1. სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური“.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ,,ქონების მართვის სააგენტო“.
3. მოქალაქეები.
12:00 საათი
2) კომისიაში შემოსული განცხადებების განხილვა სარეიტინგო ქულების მინიჭების და მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
მოწვეული სტუმრები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.
3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
4. მოქალაქეები