+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება

ანონსი

იანვარი 2018

თებერვალი 2018

მარტი 2018

აპრილი 2018

მაისი 2018

ივნისი 2018

ივლისი 2018

აგვისტო 2018

სექტემბერი 2018

ოქტომბერი 2018

ნოემბერი 2018

დეკემბერი 2018

იანვარი 2019

თებერვალი 2019

მარტი 2019

აპრილი 2019

მაისი 2019

ივნისი 2019

ივლისი 2019

აგვისტო 2019

სექტემბერი 2019

ოქტომბერი 2019

ნოემბერი 2019

დეკემბერი 2019

კომისიის სხდომა

16 ივლისს 11:00 საათზე , თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა.

 

დღის წესრიგი:

 

1.      თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 01 ივლისის #04/12285 წერილი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წერილში მითითებულ მისამართებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის, აღდგენა-შეკეთების, შენობა- ნაგებობების გამაგრება- გაძლიერების სამუშაოების და წინმსწრები დამზღვევი ღონისძიებების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

 

2.      თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 10 ივლისის #04/12967 წერილი - შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფის“ მიერ კონტეინერებისა და მაისურების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

 

3.      შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფის“ კაპიტალის გაზრდის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე განკარგულების პროექტთან დაკავშირებით (04/12627);

 

4.      ,,თბილისში არსებული ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელის შ.პ.ს. ,,უძრავი ქონება - თბილისისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, ვადიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტთან დაკავშირებით (04/12931);

 

5.      ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ (04/12501; 04/12948);

 

6.      ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის #19-78 დადგენილებაში ცვლილების თაობაზე“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით (04/12707);

 

7.      ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ს.ს.ი.პ. - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #14-52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით (04/11620);

 

8.      განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ (#04/12705)

 

9.      ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (#04/11917; 04/12702; 04/12930; 04/13149)

 

 

 

LiveZilla Live Chat Software