22 ივნისს 16:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო , ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ,,თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის #18-57 დადგენილებაში ცვლილების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით (04/11453);
2. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ა/წლის 16 ივნისის #04/11168 წერილი - შ.პ.ს. ,,სინათლის ქალაქის“ მიერ სპეცტანსაცმელის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
3. ,,თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (04/11402);
4. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ (04/10660);
5. შ.პ.ს. ჰერმესის კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის თაობაზე (04/11240);
6. თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შ.პ.ს. ,,უძრავი ქონება-თბილისის“ მიერ მის სარგებლობაში (უზუფრუქტუარი) რიცხულ, ქ. თბილისში არსებულ ზოგიერთ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, კომპანიიის კაპიტალში ფულადი შენატანის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე (04/11241);
7. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 04.02.2015წლის #05.16.116 განკარგულების საფუძველზე, შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფთან“ გაფორმებულ უსასყიდლო უზუფრუქტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის თაობაზე (04/11336);
8. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ (04/11336);
9. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით, დროებით სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ (04/11336);
10. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-105 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (#04/10921);
11. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტებისა და განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმების პროექტების შესახებ (#04/10684)
12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსათვის „ უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. (#04/11058)
13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ. (#04-11451)
14. ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ #01.17.07.019.002.01.522 და #01.17.07.019.002.01.521) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.(#06/11186)
15. ქ.თბილისში, საქართველოს სამხედრო გზა, მე-12 კმ-ზე მდებარე 1632 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. (# 06/10817)
16. ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, „ა“ ზონაში მდებარე კოტეჯი #14-ა (მიწის (უძრავი ქონების) სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.(#06-9293)
17. ქ.თბილისში, გლდანის მასივში, ხიზანიშვილის ქუჩაზე #31 პოლიკლინიკის წინ მდებარე #01.11.12.013.038 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 400 კვმ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.(#06-11410)
18. ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი #01.15.04.005.038 სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი შემდგომში ამავე მიწის ნაკვეთზე 606 კვმ ფართის მქონე ორ სართულზე განლაგებული მულტისპორტული დახურული დარბაზის მშენებლობის მიზნით. (#06/108016)