19 იანვარს, 10.30 საათზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სოფელ შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული ქართველი გმირი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს. ამავე დღეს აღევლინება სულთა მოსახსენებელი პანაშვიდი.