8 ივნისს 13:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსოსაბიუჯეტო კომისიის სხდომა
დღის წესრიგი :
1, ქალაქ თბილისის 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით საბურთალოს რაიონისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ.(#08/10094)
საბურთალოს რაიონის გამგეობა ითხოვს „სხვა სოციალური ღონისძიებების“ პროგრამაში თანხების გაზრდას 350 000 ლარით,( მოსახლეობისათვის მედიკამენტების შესაძენად)
კვარტალური გადანაწილება ხდება პროგრამიდან„წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება საბურთალოს რაიონში“ თანხების გადმოტანით.
2, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გლდანის რაიონისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებების შესახებ. (#08/10095)
გლდანის რაიონის გამგეობა „სხვა სოციალური დახმარებების“ და გამგეობის კომუნალური ხარჯებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შესაძენად , ითხოვს შესაბამისად 150 000 ლარით და 30 000 ლარით გაზრდას, რაც ბალანსდება პროგრამით „წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება გლდანის რაიონში“.
3, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ. (#04/10205); (#04-9492)
4, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ (#04/10205)
5, ქ.თბილისში, კოსტავას ქ#74-ის მიმდებარედ არსებული (საკადასტრო კოდი #01.10.13.028.049) 22 კვმ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, შპს „ჯეოპიცასთვის“ იჯარის ფორმით გადაცემაზე თაობაზე.(#04/10205)
6, ქ.თბილისში, დიდ ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სსიპ-საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის უსასყიდლო აღმაგობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის თაობაზე. (#04/10205)
7. ქ.თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზ.#85-ის მიმდებარედ არსებული 803 კვმ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ #01.14.04.005.017) 8 კვმ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით ამხანაგობა „ვაჟა ფშაველა 4- 2005“-ისათვის იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის გაცემის თაობაზე. (#04/10205)
8.ქ.თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირი #29ა-ს მიმდებარედ (ს/კ #01.10.15.012.029) 9 კვმ მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით მოქ.დავით მანაგაძისათვის იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე. (#04/10205)
9. ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის #140ა/ ქ.თბილისში, ქუჩა პასტერის #7-ში მდებარე უძრავი ქონების (საკ.კოდი #01.13.08.009.041) ა(ა)იპ - „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისათვის“ (ს/კ 402008046) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.(#04/10205)
10. ქ.თბილისში, გედევანიშვილის ქ#17-ში მდებარე უძრავი ქონების 1-ელ სართულზე მდებარე ფართის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.(შემდგომში დევნილთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემის მიზნით) ( #06-8832)
11. ქ.თბილისში, გმირ კურსანტთა ქ#22-ში მდებარე უძრავ ქონებაში პირველ სართულზე მდებარე ფართის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, შემდგომში დევნილთათვის კერძო საკუთრებაში გადაცემის მიზნით. (#06-7873)
12. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკად.კოდი #01.19.17.003.017) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, შემდგომში სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით. (#06-9081)