4 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ჯავახეთის ქ. №66-ში მცხოვრები მოქალაქეების კოლექტიური განცხადების (№9314) განხილვა, მათი საცხოვრებელი ტერიტორიის მიმდებარედ არსებული გასხვისებული სკვერის თაობაზე.
2. გრიშაშვილის ქ. №41-ში მცხოვრები მოქალაქეების მამუკა დარისპანაშვილის, თეიმურაზ წასიძის და ლალი მდინარაძის კოლექტიური განცხადების (№7495) განხილვა, მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის შესახებ.