14 მაისს, 16:00 საათზე, თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცენტრალურ დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართება. გამოიფინება თამარ მეფის ფრესკებისა და ფერწერული ტილოების ასლები. ღონისძიებას საპატრიარქოს, მუზეუმების, მერიის წარმომადგენლები, საზოგადოება „თბილისელის“ წევრები და ისტორიკოსები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.