+995 32 215 93 93
თბილისი, თავისუფლების 2

ანონსი

იანვარი 2017

თებერვალი 2017

მარტი 2017

აპრილი 2017

მაისი 2017

ივნისი 2017

ივლისი 2017

აგვისტო 2017

სექტემბერი 2017

ოქტომბერი 2017

ნოემბერი 2017

დეკემბერი 2017

იანვარი 2018

თებერვალი 2018

მარტი 2018

აპრილი 2018

მაისი 2018

ივნისი 2018

ივლისი 2018

აგვისტო 2018

სექტემბერი 2018

ოქტომბერი 2018

ნოემბერი 2018

დეკემბერი 2018

კომისიის სხდომა

28 აპრილს, 11.00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა.

 

დღის წესრიგი:

 

1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაფუძნების საკითხი.

2) თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

3) თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N16-32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

4) თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.

5) თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

6) საქართველოს დედაქალაქის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის N6-25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

7) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

8) თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის N18-57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

9) თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის საკითხი.

10) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი სპეციალიზებული ავტომანქანის სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი.

11) თბილისში, დელისის ქუჩის მიმდებარედ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული N01.14.15.001.314; N01.14.15.001.316 და N01.10.11.001.168 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ჯამში 8881 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი.

12) თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N23-ში მდებარე, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული N01.17.13.045.038 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული  4141 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი.