20 მაისს 12:00 საათზე, ჩატარდება სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საჯარო განხილვა.
მის: ქვემო სამგორი, ნავთლუღის მეორე დასახლება.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV ქუჩის მონაკვეთისთვის და IV ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნინო თოიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნატო გიორგაძის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების V ქუჩის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ვენერა მეტრეველის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების IV და V ქუჩების მონაკვეთებისთვის და ერთი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული აზა ადამიას სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის II შესახვევთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მარინა ჭყონიას ( სამარგულიანი) სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის II შესახვევის მონაკვეთისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნანა სამარგულიანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მექანიზაციის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ზაირა კიკვიძის სახელის მინიჭების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და შალვა ცინცაძის ქუჩის გასასვლელის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ჯანგირაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, შალვა ცინცაძის I შესახვევის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი ჩიხისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მამუკა ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ.
10. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის III შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
11. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩისთვის კომპოზიტორის, საზოგადო მოღვაწის, გია ყანჩელის სახელის მინიჭების შესახებ.
12. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, სერგი დანელიას ქუჩის გაგრძელების შესახებ.
13. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მარიკა ბარათაშვილის ჩიხისთვის მარიკა ბარათაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
14. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის ორხევის სახელის მინიჭების შესახებ.
15. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირთან მდებარე უსახელო ჩიხისთვის წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
16. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, სოხუმის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის სოხუმის III ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
17. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის IV მკ/რაიონში, 420-ე კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის იროდიონ ჩოფლიანის სახელის მინიჭების შესახებ.
18. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, აჭარის ქუჩის გაგრძელების შესახებ.
19. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩასთან არსებული ოთხი უსახელო ჩიხისთვის რომან გვენცაძის სახელის მინიჭების შესახებ.