7 აპრილს, 10.00 საათზე, მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აპარატის თანამშრომლები უანგარო დონორთა აქციაში ,,გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე’’ ჩაერთვებიან და სისხლს ,,ს.ს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტს’’ ჩააბარებენ, სადაც მკურნალობას ლეიკემიით დაავადებული პაციენტები გადიან.
მისამართი: თავისუფლების N2