7 იანვარს 14.30 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი და მისი მოადგილეები ალილოს საშობაო მსვლელობას თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობასთან შეუერთდებიან და მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ამანათებს გადასცემენ.