+995 591 938927
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება

ანონსი

იანვარი 2018

თებერვალი 2018

მარტი 2018

აპრილი 2018

მაისი 2018

ივნისი 2018

ივლისი 2018

აგვისტო 2018

სექტემბერი 2018

ოქტომბერი 2018

ნოემბერი 2018

დეკემბერი 2018

იანვარი 2019

თებერვალი 2019

მარტი 2019

აპრილი 2019

მაისი 2019

ივნისი 2019

ივლისი 2019

აგვისტო 2019

სექტემბერი 2019

ოქტომბერი 2019

ნოემბერი 2019

დეკემბერი 2019

კომისიის სხდომა

29 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა.

 

დღის წესრიგი:

 

    1. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელის მინიჭების შესახებ.

    2. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის სახელის მინიჭების შესახებ.

    3. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, რუსთაველის ქუჩისთვის, მასთან არსებული ორი შესახვევისთვის და ხუთი ჩიხისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ .

    4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის ქუჩის მონაკვეთისთვის, ნავთლუღის დასახლების VIII  ქუჩის მონაკვეთისთვის, ოთხი შესახვევისთვის და ერთი ჩიხისთვის არქიტექტორის  სიმონ კლდიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. 

    5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის დასახლების II შესახვევის მონაკვეთისთვის მხატვრის ნათელა იანქოშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.

    6. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჯუმბერ ბეთაშვილის I გასასვლელისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამუნა დოლიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ .

    7. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, თამუნა დოლიძის ქუჩისთვის რეხის სახელის მინიჭების შესახებ.

    8. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ციხისძირის I შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის როსტომ ქობელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.

    9. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მესხეთის შესახვევისთვის, ყვარლის შესახვევისთვის და ყვარლის II ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ .

    10. ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, თამაზ ძიძიგურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული  ჩიხისთვის ენათმეცნიერის, აკადემიკოს ალექსანდრე ღლონტის სახელის მინიჭების შესახებ.

    11. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ბეთანიაში, თამარ მეფის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის  მეფე გიორგი III-ის სახელის მინიჭების შესახებ.

    12. „ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის გაგრძელების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 ივლისის #198 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ.

    13. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რაიონში, მე-3 კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების გიორგი გოგალაძის, დავით გრიგოლიას და გოჩა პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ.

    14. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩის შესახვევის მონაკვეთისთვის პოეტისა და მთარგმნელის გიორგი ბესთაუთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.

    15. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის დასახლების I  შესახვევისთვის, ნავთლუღის დასახლების II შესახვევისთვის და ერთი გასასვლელისთვის ფსიქიატრის, აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.

LiveZilla Live Chat Software