19 მარტს, 12:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც განიხილება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები,კატები) მოვლა - პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტი.