15 მარტს 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, გარემოს დაცვის , სატრანსპორტო საკითხთა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით (12-031906554-03)
2. „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით (12-031906554-03)