22 მარტს 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი
საკითხის დასახელება |
მომხსენებელი |
1. საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი №11-01180792840 (20.03.2018) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ. |
გაიოზ თალაკვაძე - ლევან მიქავა |
2. ,,განსაზღვრული მიწის ნაკვეთების ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის, გამიჯვნის და განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისა და უსასყიდლო უზუფრუქტის შეწყვეტის შესახებ’’ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 4 აპრილის N 10.46.343 დადგენილების დანართი 4-ით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების განწილვადების და აღნიშნულის შეუსრულებლობის გამო დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე. (№12-031807474-03)
|
ირაკლი თავართქილაძე |