+995 32 215 93 93
თბილისი, თავისუფლების 2
მიმდინარეობს საიტის განახლება
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნო
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2017 წლის არქივი
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების 2018 წლის არქივი
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომის ოქმები
გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივები

2016 წლის 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებები განხორციელდა „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესში“. 2016 წლის 1 ნოემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი“.

ხსენებული ცვლილებების შესაბამისად:

·         შეიცვალა და დაკონკრეტდა სახელმწიფო მოღვაწის და საზოგადმო მოღვაწის დეფინიციები;

·         სახელდების შესახებ საკრებულოს წინაშე ინიციატივის წარდგენის უფლება მიენიჭა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%  და დასახლების საერთო კრებას;

·         საკრებულო ვალდებული გახდა უზრუნველყოს  ინიციატივების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში საკრებულოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნება, დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების მიღება და მათთან კონსულტაციების გამართვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით;

·         ადმინისტრაციული საქმისწარმოების რიგი ეტაპები მოხდება თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

ხსენებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ასევე უზრუნველყოფს საკრებულოში მიმდინარე სახელდების საქმისწარმოების პროცესის გამჭვირვალეობას და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


დაინტერესებულ მოქალაქეებს, განსახილველ ინიციატივებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. (თავისუფლების მოედანი #2; ტელ.: 032 2 99 04 36) ასევე შესაძლებელია შეტყობინების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე: m.baliashvili@tbsakrebulo.gov.ge და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე


 

 

 1.      ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


2.      ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირსა და ალექსი გოგოლაურის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ბუენოს-აირესის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


3.      ქ.თბილისში, ჩუურეთის რაიონში, ტარას კვარაცხელიას ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის ტარას კვარაცხელიას სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


4.      ქ.თბილისში, გლდანი რაიონში, სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩისთვის და მასთან არსებული I ჩიხისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


5.      ქ.თბილისში, სოფელ წავკისში, დიდგორის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის დიდგორის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


6.      ქ.თბილისში, ელიას მთის ქუჩასთან არსებული ჩიხისთვის ელიას მთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


7.      ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭანდრის ქუჩის გაგრძელების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


8.      ქ.თბილისში, დიდუბის რაიონში, დიდუბის II შესახვევისთვის ალექსი გოგოლაურის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


9.      ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ჯურხა ნადირაძის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ჯურხა ნადირაძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


10.  ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


11.  ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე  გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


12.  ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ქუჩასთან  მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ცხრა შესახვევისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ფრიდონ თოდუას სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


13.  ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის ფილოლოგის, აკადემიკოს ელენე მეტრეველის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


14.  ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, საირმის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მუსიკოსის ოთარ (კვაჭიჭო) რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


15.  ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევისთვის მუსიკოსის ოთარ რამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


16.  ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ბაგებში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის კინორეჟისორის დიმიტრი (დიმა)  ბათიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


17.  ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მერაბ მამარდაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის გიორგი ქარაიას სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


18.  ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლებაში III ქუჩისთვის, IV ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ბიოლოგის, აკადემიკოს ლეონიდე (ლეო) გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


19.  ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ვარდენ წულუკიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი გასასვლელისთვის ფოლკლორისტის, ლოტბარ ფილიმონ ქორიძის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


20.  ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ილია აბულაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


21.  ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხისთვის აკაკი ბელიაშვილის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


22.  ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფილოსოფოსის, აკადემიკოს ბაჩანა ბრეგვაძის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


23.  ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართლის მეფის დაჩი უჯარმელის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


24.  ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკში. შუა მინდვრის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის წმინდაწყლის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


25.  ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ე.წ.სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).


26.  ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხეილ ალექსიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო მოედნისთვის ფილოლოგის, პროფესორ ილია აბულაძის სახელის მინიჭების შესახებ (მოსაზრებების წარმოდგენა შესალებელია 2018 წლის 22 აგვისტომდე).

 

 

 

 


2017 წლის არქივი


2018 წლის არქივი








LiveZilla Live Chat Software