თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები, ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.
ღონისძიება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. საზეიმო ვითარებაში, მოედანზე აღიმართა საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშები, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საზეიმო წარმოდგენა არგონავტების გაცოცხლებული მითით დაიწყო, რომელშიც პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე მონაწილეობდა. ცერემონიისას, „სუხიშვილების“ 120-მა მოცეკვავემ „ხორუმი“ შეასრულა, ხოლო „სამაიას“ ორიგინალური ნომერი მაყურებელმა 10 მეტრის სიმაღლეზე იხილა.
ოლიმპიადაში მონაწილე 50 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მოედანზე გამოსვლისა და მაყურებელთან მისალმების შემდეგ, სპორტსმენებს ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა მიმართეს.
ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ნომრების წარმოდგენის შემდეგ საზეიმო ღონისძიება ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისში ცნობილი ხელბურთელის, ჯემალ ცერცვაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა
მაისი 07,2024გიორგი ტყემალაძე: „ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია“
მაისი 03,2024თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 29,2024