თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის - ქეთევან ჯოხაძის ინიციატივით, საკრებულოში ტურნირ „ალაფა 2015-ის“ ფინალურ მატჩში გამარჯვებულ 20-წლამდე რაგბის ნაკრების წევრების მიღება გაიმართა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის" წევრები მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს.
„ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს და სრულიად საქართველოს გამარჯვებას. ამგვარი წარმატებები ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანას ღირსეული თაობა ეზრდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუდამ ახალგაზრდა სპორტსმენების გვერდითაა და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საზეიმო მიღებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა - ქეთევან ჯოხაძემ, რიმა ბერაძემ, ნუგზარ მალაღურაძემ და ირაკლი აბუსერიძემ - მორაგბეებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
შეხვედრის დასასრულს, ტიტულოვანმა სპორტსმენებმა თამარ მეფის სახელობის დარბაზში, დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.