თბილისის საკრებულოსა და სამედიცინო დაწესებულება „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.
ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და „ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის“ დირექტორმა ერჯან აიილდიზისმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო და სამედიცინო დაწესებულება თანხმდებიან ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით ითანამშრომლონ.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და თბილისის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იმოქმედებს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია გაიმართა
მარტი 21,2025ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქს შეხვდა
მარტი 18,2025დედაქალაქის საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქალაქ სამსუნში იმყოფებოდნენ
მარტი 10,2025