თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ, კამპანიის -,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ ფარგლებში, ,,საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ ახალგაზრდა წევრებს უმასპინძლა.
სტუმრებმა საკრებულოს ისტორიულ შენობა დაათვალიერეს, რის შემდეგაც შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.
ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სწავლასა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გურამ ოქროპირიძემ მათ დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, თბილისში გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტები დეტალურად გააცნო და ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით საკრებულოს წევრებმა-ანა კაკაბაძემ და მარიამ ზაქარიაშვილმა მიმართეს, მათ საკრებულოს ფუნქციები და მუნიციპალური პროგრამები გააცნეს და ასევე დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
კამპანიის ,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ მიზანი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით მათი ინფორმირებულობის გაზრდაა.
შეხვედრა კამპანიურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 02,2024საკრებულოს წევრებმა ,,საქართველოს სტუდენტური ასოციაციის“ პროექტის „მომავალ ლიდერთა აკადემიის“ ახლგაზრდა წევრებს უმასპინძლეს
სექტემბერი 27,2024სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა
სექტემბერი 20,2024