თბილისის საკრებულოში პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ინიციატივით საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ქალთა უფლებრივი მდგომარეობის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე, ოჯახში ძალადობასა და სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ერთმანეთს სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს, პრობლემების მოგვარების მექანიზმები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე, ამავე პარტიის წევრი საკრებულოში ნინო წულაძე, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების „ლელო-პარტნიორობა“ და „თბილისი საქართველოსთვის“ წევრები ვახტანგ სურგულაძე და სალომე კობალაძე, ასევე დანიის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენელი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისთვის და ქალთა გაძლიერებისთვის (გაეროს ქალები) წარმომადგენელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ორგანიზაცია „საფარის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის და ხალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბურთალოს რაიონში ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით დასაქმების ფორუმი გაიმართა
მაისი 25,2023თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა
მაისი 25,2023ლევან ჟორჟოლიანი პროექტის ,,მოდული ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
მაისი 25,2023