ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრის, ავთანდილ ცინცაძის, ინიციატივითა და სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმზე 10 კომპანიის 400-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი. სამუშაოს მაძიებლებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი კომპეტენციის და უნარების შესაბამისად შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.
ავთანდილ ცინცაძის თქმით, დასაქმების ფორუმი კარგი შესაძლებლობაა სამუშაოს მაძიებლებისთვის ერთ სივრცეში გაეცნონ ბევრ სხვადასხვა ვაკანსიას და კავშირები დაამყარონ დამსაქმებლებთან.
„ჩვენთვის პრიორიტეტი მეტი დასაქმებული ადამიანია. ვიმედოვნებ, რომ აქ მოსული დაინტერესებულ პირები ნახავენ სასურველ ვაკანსიას და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
თბილისის 32-ე საჯარო სკოლას ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა
მაისი 25,2023სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ტაძრის მშენებლობა დაიწყო
მაისი 23,2023ვაკის პარკში 1923 წელს დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა
მაისი 22,2023