გიორგი ალიბეგაშვილმა, როგორც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ათენში ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა და გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ალიბეგაშვილი ათენში გუშინ გაემგზავრა. მასთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და ხელოვანები.
საზეიმო ღონისძიება ათენში, პანათენაიკოსის სტადიონზე სპეციალური რიტუალით ჩატრდა. შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები, რის შემდეგაც ანთებული ჩირაღდანი საქართველოს გადაეცა.
ოლიმპიური ცეცხლის საზეიმო დახვედრა დღეს ბათუმში მოეწყობა, საიდანაც დაიწყება ცეცხლის მასშტაბური ესტაფეტა. ხვალიდან კი ჩირაღდანი სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და ორი თვის განმავლობაში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს შემოივლის.
ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში სულ 700 მეჩირაღდნე შემოატარებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში 26 ივლისიდან პირველ აგვისტომდე გაიმართება. მასში 49 ქვეყნის 3800 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადის თბილისში ჩატარების საკითხი 2010 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეაზე გადაწყდა, როცა ორ კანდიდატ ქალაქს, თბილისსა და ბრნოს (ჩეხეთი) შორის არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გადაწყდა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024