დედაქალაქში დღეს "აფხაზეთობა" აღინიშნება.
23 მაისი სახალხო დღესასწაულად სვიმონ კანანელის ხსენების დღეს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა–კურთხევით დაწესდა.
დღესასწაულს, რომელიც საზეიმოდ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია დაესწრო.
"სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს - "აფხაზეთობას" და ასევე სვიმონ კანანელის ხსენების დღეს. საქართველოში ქრისტიანობის მქადაგებელის სვიმონ კანანელის სალოცავი მღვიმე დღემდე არის შემორჩენილი აფხაზეთში. იმედს გამოვთქვამ, რომ მისი მადლითა და შემწეობით საქართველო მალე გაერთიანდება და ჩვენ ყველანი ამის მომსწრენი გავხდებით’’, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
"აფხაზეთობა", ტრადიციულად, მესამე წელია ტარდება და მისი მიზანი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერაა.
საკრებულოში მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის V საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2024“-ის პრეზენტაცია გაიმართა
აპრილი 25,2024გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა
აპრილი 23,2024