თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები: ფრაქციის თავმჯდომარე - რიმა ბერაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე ბელარუსში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის „წარმატებულ მოხელეთა სკოლა“ წარმომადგენლებს შეხვდდნენ.
აღნიშნული ორგანიზაცია ბელარუსში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ მოხელეებს აერთიანებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი კვლევის სფერო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებაა, რის გამოც ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობენ.
40-მდე ბელარუს სტუმართან შეხვედრა ქალაქის თვითმმართველობის შენობის დათვალიერებით დაიწყო და დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
საკრებულოს თავმჯდომარე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ბელარუს სტუმრებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს. ისაუბრეს ქართველი და ბელარუსი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებზე, გააცნეს მათ საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა და თანამშრომლობის პერსპეტივები დასახეს.
თავის მხრივ, სტუმრებმა საკრებულოს წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს, რომლებიც როგორც ქვეყანათა შორის ურთიერთობებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საარჩევნო და საგადასახადო სისტემების ფუნქციონირებას ეხებოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში საათზე მეტხანს გაგრძელდა, რომლის დასასრულსაც სტუმრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ივნისი 29,2022გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა რევაზ გაბრიაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
ივნისი 29,2022ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ივნისი 28,2022