დღეს, რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო. ღონისძიებაში თბილისის საკრებულოს წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მოედნის და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
რეაბილიტაციის პროცესში, შენობების სარდაფების გაწმენდის დროს, აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა და არტეფაქტები. ისტორიული ნაშთების ნაწილი - ძველი ნაგებობები, სათავსოები და ჭურჭელი შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოებში პირველი დღეებიდან ჩართული იყვნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხელოვნებათმცოდნეები და არქეოლოგები. აღმოჩენების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, თბილისის განვითარების ფონდის მიერ საპროექტო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილებები.
პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ბინათმესაკუთრეს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება, ხოლო ქალაქის ისტორიული ნაწილის ქუჩები ტურისტულად აქტიური გახდება, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის“ ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრნენ
მაისი 28,2023თბილისის საკრებულოში პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მაისი 25,2023საბურთალოს რაიონში ავთანდილ ცინცაძის ინიციატივით დასაქმების ფორუმი გაიმართა
მაისი 25,2023