უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამართა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე დაესწრო.
ახალი ხიდი, ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდება და ვაკე-საბურთალოს ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობას საგრძნობლად განტვირთავს. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ქუჩასა და თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან სატრანსპორტო კვანძები და ოთხზოლიანი საავტომობილო გზაც მოეწყობა. გზის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება.
ხიდის მშენებლობის პარალელურად, დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც. გარდა ამისა, ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოწესრიგდება ბაგების დასახლების გზებიც.