რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადებას თბილისის საკრებულოსთავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრო.
პროექტის სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტების მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულ სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ შეასრულებს, ხოლო საიჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია . რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს, გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4,07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე - 845,55 მეტრი. საბაგიროს ექსპლუატაციაში გაშვება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება და ის სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
აპრილი 26,2024სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი განიხილეს
აპრილი 26,2024თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024