თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დაამტკიცეს, რომელიც დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ წარუდგინა.
საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის 2015 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც თბილისის ბიუჯეტი 16 მლნ. ლარით გაიზარდა.
როგორც მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ განმარტა, ფონდის ,,ქართუ’’ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 10 მლნ.ლარი 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებს მოხმარდება, ხოლო 6 მლნ. ლარი - ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან ,,დინამო არენას’’ რეაბილიტაციას.
ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 6 თვის ანგარიში მოისმინეს.
კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ საკრებულოს წევრებს ჩატარებული სამუშაობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის დავალებით შემოწმებულ იქნა 20 საბიუჯეტო ორგანიზაცია. ამასთან, შესაბამისი რეაგირება მოხდა კომისიაში შემოსულ 74 საკითხზე.
დეპუტატის განცხადებით, შემოწმდა თბილისის საკრებულოს აპარატი, დედაქალაქის მერიის საქალაქო - სოციალური მომსახურებისა და კულტურის, კეთილმოწყობის, ტრანსპორტის, გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურები. ნაძალადევის, კრწანისის, დიდუბის, მთაწმინდის, გლდანის, ვაკის, ისნის და ჩუღურეთის რაიონული გამგეობები, ასევე, ააიპ-ები, სსიპ -ბი და შპს-ები, „თბილისის არქიტექტურის სამსახური“, „ქონების მართვის სააგენტო“, „თბილსერვის ჯგუფი“, ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო და „გარე რეკლამის განთავსების“ ნებართვების გადაცემის საკითხი.
როგორც ნუგზარ მალაღურაძემ განმარტა, შემოწმების შედეგად ყოველ კონკრეტულ ორგანიზაციაზე შედგა შემოწმება-ანალიზების აქტები, რის შემდეგაც მიღებული გადაწყვეტილებები შესაბამის ორგანოებში შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა.
აღნიშნული კომისიის მუშაობა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თბილისის მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაფუძნების, ასევე სხვა და სხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე იმსჯელეს.
სხდომას დედაქლაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024