თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფოიეში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, სხვადასხვა თაობის მხატვრების, კერამიკოსების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, თემაზე „ქართული ღვინო და აღდგომა“.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს დეპუტატები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, დღევანდელ ღონისძიებაზე ქართული ღვინის თემატიკის ირგვლივ სამოცამდე ხელოვანი გააერთიანა, მათ შორის ქეთი მატაბელი, გუგა კოტეტიშვილი, ზურა გომელაური, სოსო ნადირაძე და სხვები.
ღონისძიება ქართული ღვინის , როგორც ეროვნული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციას მიეძღვნა და მის 8000 წლიან ისტორიას უკავშირდებოდა.
გამოფენიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას “ბავშვი და გარემო“ გადაერიცხება, რომელიც მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ , ჯაზ-კვარტეტმა და ბიჭუნათა ვოკალურმა ანსამბლმა გააფორმა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024