მარტოხელა ხანდაზმულების პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. თბილისის გამგეობებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ამჯერად კომპანია „ვისოლ“-მა გადასცა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, მარტოხელა ხანდაზმულებს ნობათს სპეციალურად მომზადებული მოხალისეთა ჯგუფები დაურიგებენ. პროდუქცია, რომელსაც ბიზნესი დედაქალაქის მთავრობას გადასცემს, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში საწყობდება.
გადაცემისა და დასაწყობების პროცესს დღეს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავთულიანი დაესწრნენ.
გიორგი ტყემალაძემ ბიზნესს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 25,2024