თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. კომისიის წევრებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზთალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა და იმ პრიორიტეტულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსებაც იზრდება. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილიტრანსფერის ხარჯზე იზრდება. აღნიშნული თანხიდან 75 მილიონი ლარი საკრედიტო ხაზის დაფარვას მოხმარდება, ხოლო დარჩენილის 25 მილიონ 180 000 ლარი კი სხვადასხვა პროგრამებზე გადანაწილდება.
კომისიის წევრებმა დღესვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებსა და მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილებები განიხილეს. დეპუტატებს საკითხი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური უფროსმა გიორგი ებანოიძემ წარუდგინა.