თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის საერთაშორისო ცენტრის (ICLD) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
აღნიშნული ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით მუშაობს.
პროექტი, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებს გულისხმობს, 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი, კერძოდ: თბილისის, ზუგდიდის, ხონისა და ქუთაისის, ასევე თურქეთის, უკრაინისა და ალბანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ.
მარიკა დარჩიამ სტუმრებს საკრებულოს შენობა დაათვალიერებინა, მისი ისტორია გააცნო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.