თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი ავღანეთის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე და სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი მონაწილეობდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი უცხოელ სტუმრებს მიესალმა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის, ფუნქცია- მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ავღანეთის დელეგაციის შემადგენლობაში როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები იყვნენ. მათი ვიზიტის მიზანი თბილისის მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის გამოცდილების გაზიარებაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ავღანეთის დელეგაციის წევრებს საკრებულოს და მერიის ურთიერთთანამშრომლობის, საკრებულოს კომისიების, მაჟორიტარი წევრების საქმიანობის შესახებ ჰქონდათ კითხვები.
თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024