თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, საქართველოს საკრებულოების წევრ ქალთა ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.
საკრებულოების წევრ ქალთა მეექვსე ყოველწლიური კონფერენცია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მმართველობით პროცესებში მათ ჩართულობას მიეძღვნა.
ძირითადი საკითხების გარდა, თბილისში გამართულ კონფერენციაზე საკრებულოს ქალმა დეპუტატებმა, დეცენტრალიზაციის რეფორმის კონცეპტუალური ასპექტები, საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების მიმდინარეობა და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.
„საკრებულოების წევრ ქალთა ფორუმი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა, ვინაიდან აქ ქალთა მონაწილეობისა და მხარდაჭერის კუთხით მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილება. ვეცნობით სიახლეებს და ერთად ვეძებთ პრობლემების გადაჭრის გზებს. ფორუმი საინტერესო და ინფორმაციული იყო. დავსახეთ სასიკეთო მიზნები, რომელსაც ერთად აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მიმდინარე წელს ფორუმი მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. ის შვედეთის, სდანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.