გლდანის განახლებული პარკის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ მინისტრი, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი. განახლდა საპარკე ავეჯი, მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის - სკეიტ პარკისა და ე.წ ლოკოკინას კედლები, შეიღება და გასწორდა აუზის ცხაურები. გლდანის განახლებულ პარკში მოეწყო ველობილიკი, დაიდგა ახალი ნაგვის ურნები და გაწვანდა მიმდებარე ტერიტორია.
გლდანის განახლებული პარკის გახსნის ცერემონია ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტით დასრულდა.