თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. კვლევა თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „Deloitte საქართველომ“ წარადგინა.
ღონისძიება თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, პრიორიტეტულია ტურიზმის, ჯანდაცვის, გართობის და ვაჭრობის, ფარმაცევტული და კრეატიული სექტორები. პრიორიტეტების გათვალისწინებით, მომზადდა დეტალური რეკომენდაციები, რომელიც ინვესტორების და მუნიციპალიტეტის სამომავლო თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვაზე, არსებული სექტორების შეფასებაზე და საინვესტიციო პრიორიტეტული სექტორების ანალიზზე.
„Deloitte საქართველომ“ თბილისის მერიას რეკომენდაციები გააცნო, რომელიც ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით პრიორიტეტული სექტორების ხელშეწყობას ითვალისწინებს, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით. რეკომენდაციები კომპანიამ წარმატებული ევროპული ქალაქების მაგალითების შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა.
თბილისის საკრებულოში ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილება განიხილა
აპრილი 25,2024თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 25,2024