თბილისის საკრებულოში სისხლის ჩაბარების აქცია - „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ გაიმართა. აქცია ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა. საკრებულოს წევრებთან და თანამშრომლებლთან ერთად, სისხლი მაჟორიტართა ბიუროების წარმომადგენლებმაც გაიღეს.
სისხლის დონაციის აქცია ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად იმართება და მასში თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მონაწილეობს. აქციის მიზანია საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.