თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ექვსი დიასპორის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღო და მათ სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამის „4+1“ და საკრებულოს ეროვნული უმცირესობების საბჭოს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს სხვადასხვა განყოფილებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სტაჟირება გაიარეს.
ახალგაზრდები თბილისის ინტერესების შესაბამისად, საკრებულოს საორგანიზაციო, საფინანსო და იურიდიულ განყოფილებებში გადანაწილდნენ და ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს საქმიანობასა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
რიმა ბერაძემ ახალგაზრდებს სტაჟირების წარმატებით დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.
„იმედი მაქვს, თბილისის საკრებულოდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამომავლოდ თქვენი მიზნებისა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ“! - აღნიშნა მან.
რიმა ბერაძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული უწყებათაშორისო კომისიის წევრია, რომლის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია და ხელშეწყობაა.
პროგრამა “ 1+4“ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და მის მიზანს არაქართველი ახალგაზრდების სახელისუფლებო უწყებებში სტაჟირება წარმოადგენს.