საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა - თამარ ტალიაშვილმა, ათეა-ს აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან ერთად, ბრიუსელში ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციის (PLATFORMA) 10 წლის საიუბილეო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
თამარ ტალიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა. ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 (SDG) მიღწევისა და ასოცირების შეთანხმების დღისწერსიგის წარმატებით განხორციელებას გაუსვა ხაზი და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ფუნქციების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,,დღეს საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების აღსრულება წარმოადგენს. ეს პროცესი უზრუნველყოფს სტრუქტურების, ინსტიტუციების, კანონმდებლობისა და პრაქტიკული სამუშაოების ფორმირებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძონოს საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, საქართველო აძლიერებს ადგილობრივ ხელისუფლებას“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს ქვეყნების წარმომადგენლებს, თბილისის მაგალითზე, ადგილობრივი საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გააცნო და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და მერების შეთანხმების ფარგლებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორცილებული წარმატებული პროექტების სსახებ ისაუბრა.
მანვე საქართველოს მიერ SDG -სა და დეცენტრალიზაციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის დიალოგის ხელშეწყობასთან ერთად ათეა კოორდინაციას უწევს მათ, როგორც ცენტრალურ და რეგიონალურ, ასევე ევროპულ და გლობალურ სტრუქტურებთან.
კონფერენციის მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დეცენტრალიზებული თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გამოცდილება გაუზიარეს.
დავით მელუამ სიტყვით გამოსვლისას მდგრადი განვითარების პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და კონფერენციის მონაწილეებს მუნიციპლიტეტებში ენერგოეფექტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლო ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები „პლატფორმის“ 10 წლის საიუბილეო კონფერენციაზე ევროპის ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციისა („პლატფორმა“ - PLATFORMA) და ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს (CEMR) მოწვევით იმყოფებიან.