თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ოფისში გაიმართა და მასში ასევე ასოციაციის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წევრები, ექსპერტები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციაზე, რომელიც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინა. კონცეფციის მიხედვით, 2025 წლისათვის კომპეტენციებისა და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალურიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რაც მისცემს მათ ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ამ საკითხზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. მინისტრმა ექსპერტებს მოუწოდა მაქსიმალურად ჩაერთონ ამ ჯგუფების მუშაობაში.
ყურადღება გამახვილდა სამომავლო პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. სტრატეგიის შექმნის მიზანია ეფექტიანი, ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა, რომლებსაც ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა.
თბილისის საკრებულოს დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
მარტი 27,2024ზურაბ ჩიკვილაძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
მარტი 26,2024საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 26,2024