ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ მონაწილეობა მიიღეს სემინარში ,,ინვესტირება კომუნალურ მომსახურებებში’’. შეხვედრის მიზანი, რომლის ორგანზატორებიც იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია და ჩეხეთის საელჩო, გამოცდილების გაზიარება იყო იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ გარემოსდაცვითი ინვესტირება კომუნალურ სერვისებში.
სემინარს მოდერირებას უწევდა ათეა-ს ვიცე-პრეზიდენდი თამარ ტალიაშვილი, რომელმაც შესავალ სიტყვაში მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და აღნიშნა რომ, მსგავსი ტიპის შეხვედრები და ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ურთიერთთანამშრომლობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ორდღიანი სემინარი ჩეხეთის საელჩოში გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი და ჩეხეთის ქალაქების ყოფილი მერები.
ხვალ შეხვედრა კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში’’ გაგრძელდება, სადაც ძირითადი თემა სასმელი და მარაგი წყლის ეკოლოგიური მართვა, ასევე, სანიტარული მომსახურებისა და აღნიშნული სერვისების ეფექტიანობა იქნება.
2018 წლის სექტემბერში კი, საქართველოს მუნიციპალიტეტების ცამეტი წარმომადგენელი ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება ამ სფეროში მეტი გამოცდილების მისაღებად.
შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა
აპრილი 20,2024დედაენის დღესთან დაკავშირებით, ავთანდილ ცინცაძე 158-ე სკოლას ესტუმრა
აპრილი 14,2024,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
აპრილი 11,2024