თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ,,ია“ ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე შშმ პირებმა მათ მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები-ნაქარგი და ნაქსოვი ნივთები, ნახატები, ასევე გობელენი და ბისერების სამკაული წარმოადგინეს.
,,ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მიზანი ორგანიზაციისთვის თანადგომის გამოხატვა და ნამუშევრების გაყიდვის შედეგად შემოსული თანხით მათთვის გარკვეული დახმარების გაწევაა’’, –განაცხადა გულია გოცირიძემ და ცენტრის ბენეფიციარებს საკრებულოს წევრებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებას, რომელიც ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ გაიმართა, თბილისის საკრებულოსა და მერიის, ასევე გამგეობების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.