თბილისის საკრებულოს წევრები, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონების საბჭოს -“CEMR” კონფერენციაში - "თანასწორობის მრავალფეროვნება და ჩართულობა" მონაწილეობენ.
ქართულ დელეგაციას ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი ხელმძვანელობს.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: თბილისის საკრებულოს მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოს წევრი ანა ლაშხი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია ღვინაშვილი და ასევე, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე, რომელიც 11-13 ივნისს გაიმართა, მონაწილეებმა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრაქტიკაში განხორციელებაზე და ადგილობრივ პოლიტიკაში მრავალფეროვნების ახალი მიდგომებით დანერგვის შესახებ იმსჯელეს.
თამარ ტალიაშვილი კონფერენციის მონაწილეების წინაშე გენდერული თანასწორობის საკითხების თემაზე პრეზენტაციით წარსდგა.
,,ჩემი ინიციატივითა თბილისის საკრებულოს დეპუტატების მხარდაჭერით, 2014 წელს NALAG-ში შექმნილი გენდერული თანასწორობის პლატფორმა ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ინიციატივების დამკვიდრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას, რამაც გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და გენდერული სტრატეგიის შექმნის პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა, “ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა სხვადასხვა თემატიკის შეხვედრებსა და დისკუსიებში მიიღეს.
.
შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა
აპრილი 20,2024დედაენის დღესთან დაკავშირებით, ავთანდილ ცინცაძე 158-ე სკოლას ესტუმრა
აპრილი 14,2024,,ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
აპრილი 11,2024