თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, მესამე მასივში გამწვანების აქცია გაიმართა. რაიონში მდებარე N145 და N146 საჯარო სკოლების ეზოებში 50 ძირი კვიპაროსი დაირგეს.
გამწვანების აქციაში მაჟორიტართან ერთად რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი და აღნიშნული სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება მმართველი გუნდის პრიორიტეტია და მსგავსი აქციები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მაჟორიტარის თქმით, გამწვანების ღონისძიებები ქალაქში კვლავ გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.